„ბედნიერების რეიტინგში" საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უკავია. მეორე და მესამე ადგილზე კი დანია და ნორვეგია გავიდნენ.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველომ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების 2018 წლის რეიტინგში 128-ე ადგილიდან 119-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი (World Happiness Report) სპეციალურად გაეროსთვის მომზადდა. 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა.

მეტეხი - Sputnik საქართველო
Mercer-ის კვლევა: თბილისი ცხოვრების დონით მეზობლებიდან მხოლოდ ბაქოს უსწრებს

საქართველო 119-ე ადგილზეა და გვინეასა და გამბიას შორის განთავსდა. როგორც კვლევაში აღინიშნება, 2005-2008 და 2016-2018 წლებთან შედარებით, ქვეყნის ბედნიერების დონე ახლა უფრო მაღალია. საქართველოს მეზობელი ქვეყნები „ბედნიერების რეიტინგში" უფრო მაღალ პოზიციებზე აღმოჩნდნენ: სომხეთი 116-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 90-ზე, რუსეთი 68-ე და თურქეთი 79-ე ადგილზე.

რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უკავია. მეორე და მესამე ადგილზე კი დანია და ნორვეგია გავიდნენ.

საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა>>>

რეიტინგში ბოლო, 156-ე ადგილი სამხრეთ სუდანს უკავია. ყველაზე უბედურ ქვეყნებად დასახელდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, ტანზანია, რუანდა და იემენი.

World Happiness Report 2016–ის რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რთულ სიტუაციებში სოციალური მხარდაჭერა, მთავრობისადმი ნდობა, სამოქალაქო თავისუფლება (ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების შეფასება, რომლებიც მათ ცხოვრებას ეხება), მოსახლეობის დიდსულოვნება და სიუხვე, რომელიც ქველმოქმედებაზე შემოწირულობების ოდენობების თვალსაზრისით ფასდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0