Mercer-ის კვლევა: თბილისი ცხოვრების დონით მეზობლებიდან მხოლოდ ბაქოს უსწრებს

გამოწერა
კვლევის თანახმად, ცხოვრების ხარისხით საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდნენ ვენა, ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდი.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საერთაშორისო კონსალტინგურმა კომპანია Mercer-მა ცხოვრების დონის მიხედვით მსოფლიოს ქალაქების რეიტინგი წარმოადგინა, რომელშიც საქართველოს დედაქალაქი 187-ე ადგილზეა.

საქართველოს დროშა და გერბი - Sputnik საქართველო
საქართველომ კანონის უზენაესობის ინდექსში 41-ე ადგილი დაიკავა

მეზობელი ქვეყნებიდან თბილისმა მხოლოდ აზერბაიჯანის დედაქალაქი (195) ჩამოიტოვა. სტამბული 130-ე ადგილზეა, მოსკოვი 167-ე, ხოლო ერევანი 170-ე ადგილზე აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, ცხოვრების ხარისხით საუკეთესო ქალაქებს შორის დასახელდნენ ვენა, ციურიხი, ვანკუვერი, მიუნხენი და ოკლენდი. ცხოვრების დონით ყველაზე ცუდ ქვეყნებს შორის კი აღმოჩნდნენ ბაღდადი, ბანგი, სანა, პორტ-ო-პრენსი და ხარტუმი.

რეიტინგში სულ მსოფლიოს 231 ქალაქია დასახელებული.

Mercer-ის რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველია და ყოველწლიურად დგება ტრანსნაციონალური კომპანიებისა და სხვა დამსაქმებლებისთვის, რათა მათ შეძლონ სამართლიანად გასცენ კომპენსაცია საერთაშორისო მივლენებებში წარგზავნილ თანამშრომლებზე. კომპანია საერთაშორისო დონეზე 40-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. მისი შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0