როგორია კომაში ჩავარდნილი ექთნის მდგომარეობა: კონსილიუმის შეფასება

© photo: Sputnikეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
პაციენტის მდგომარეობის განმსაზღვრელია შემდგომი 24 საათი. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალციხის კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, კრიტიკულად მძიმე, თუმცა სტაბილურია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ევროკავშირის კომიტეტმა AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა

დღეს ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა და ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ცოტა ხნის წინ პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად და შემდგომი მკურნალობის განსაზღვრის მიზნით კონსილიუმი შედგა. საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების ერთობლივ კონსილიუმს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და სხვა ექიმები ესწრებოდნენ.

„ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდეგ იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, სახეზეა დაუზუსტებელი შოკი, რომლის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დამატებითი კვლევები გაკეთდება.

„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებენ ექიმები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე აიცრა 2.719 ადამიანი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0