ევროკავშირის კომიტეტმა AstraZeneca-ს ვაქცინის უსაფრთხოება დაადასტურა

© AP Photo / Alastair Grantვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
მიუხედავად AstraZeneca-ს ვაქცინის დადასტურებული უსაფრთხოებისა, ევროკავშირის მარეგულირებელი პრეპარატის აღწერაში მაინც შეიტანს ინფორმაციას თრომბოზების შემთხვევების შესახებ

თბილისი, 18 მარტი - Sputnik. ევროპის წამლის მარეგულირებლის ЕМА-ს რისკების შეფასების ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის კომიტეტმა დაასკვნა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კორონავირუსის წინააღმდეგ, აღნიშნა ამსტერდამში გამართულ პრესკონფერენციაზე ЕМА-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა.

„კომიტეტმა გამოიტანა მკაფიო სამეცნიერო დასკვნა, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაა, იცავს ადამიანებს COVID-19-სგან“, - აღნიშნა მან.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

მისი სიტყვებით, უსაფრთხოების კომიტეტმა ჯერ ვერ გამოავლინა კავშირი გართულებებსა და პრეპარატის ხარისხს შორის. „ამ მომენტისთვის პრეპარატთან გართულებების კავშირის მტკიცებულებები გამოვლენილი არ არის“, - ხაზი გაუსვა მან.

ამასთან, ЕМА-ს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ამგვარი შესაძლო კავშირის კატეგორიულად გამორიცხვა მაინც არ შეიძლება, ვაქცინის მოქმედების და მისი შესაძლო გვერდითი მოვლენების საფუძვლიანად შესწავლა გაგრძელდება.

ЕМА-ს ფარმაკოლოგიური ზედამხედველობის კომიტეტმა ხუთშაბათს რიგგარეშე სხდომა გამართა, რომელზეც AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილთა შორის თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ ბოლო დროს შეკრებილი და გაანალიზებული მონაცემები შეაფასა.

მიუხედავად AstraZeneca-ს ვაქცინის დადასტურებული უსაფრთხოებისა, ევროკავშირის მარეგულირებელი პრეპარატის აღწერაში მაინც შეიტანს ინფორმაციას თრომბოზების შემთხვევების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0