საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

© AP Photo / Alastair Grantვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გამოწერა
ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოში პრეპარატ AstraZeneca-თი ვაქცინაცია გაგრძელდება, მიუხედავად ახალციხეში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა - ახალგაზრდა ექთანი დღეს აცრიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა.

ვაქცინაციის პროცესი, რომელიც სულ სამი დღის წინ დაიწყო, გაგრძელება, ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან AstraZeneca-სთან დაკავშირებული დასკვნა. ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არცერთ ქვეყანას საფუძველს, შეჩერებული იყოს AstraZeneca-ს მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება", - განაცხადა ტიკარაძემ.

© Sputnik / STRINGERახალციხეში კორონავირუსზე ვაქცინაციის შედეგად ექთანი კომაში ჩავარდა - ვიდეო
საქართველოში AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაცია გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
ახალციხეში კორონავირუსზე ვაქცინაციის შედეგად ექთანი კომაში ჩავარდა - ვიდეო

ხუთშაბათს ახალციხეში 27 წლის ექთანს AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

პაციენტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს საღამოს 21:00 საათზე გაიმართება ერთობლივი კონსილიუმი, რომელიც მის შემდგომ მკურნალობას განსაზღვრავს.

ვაქცინაცია პრეპარატით AstraZeneca საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებენ ექიმები, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ. ბოლო მონაცემებით კორონავირუსზე აიცრა 2 719 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0