კომაში მყოფი 27 წლის ექთანი გარდაიცვალა

© photo: Sputnikპირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
ახალციხის კლინიკა „იმედში“ ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში 27 წლის ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც კომაში მყოფი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ექთანი, რომელსაც გუშინ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი დაუდასტურდა, გარდაიცვალა.

ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
ახალციხიდან თბილისში გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხუთშაბათს ჩატარებული ვაქცინაციის შემდეგ ერთ-ერთი ექთანი აცრიდან 30 წუთში კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს. მალე პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებდნენ, 27 წლის ექთნის მდგომარეობა საწყის ეტაპზე მძიმედ შეფასდა, ამ დილისთვის კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კულუმბეგოვი: ანაფილაქსიური რეაქცია მარტივ წამლებზეც ვითარდება, ამისგან არავინაა დაზღვეული>>

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასამდე ადამიანი აიცრა.

ყველა ახალი ამბავი
0