სერგეენკო: ვაქცინაციაზე ეფექტური საშუალება კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია

© photo : press-service of the Parliament of Georgiaდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვაქცინაციის ირგვლივ იქნება გაზიარებული, უნდა იყოს მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. Pfizer-ის ვაქცინას ქვეყანა მარტის ბოლოსთვის ელოდება.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ მხრივ საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ნაბიჯები ხორციელდება. მისი თქმით, თუ აქამდე პანდემიასთან ბრძოლისთვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღბის, ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია – ვაქცინაცია.

„ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, ვიდრე ვაქცინაციაა“, – განაცხადა სერგეენკომ.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ვაქცინა ეფექტურობის და გვერდითი მოვლენების კუთხით დეტალურად კონტროლდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში ვაქცინაციის პირველ დღეს

„საქართველომ თავისი მოქალაქეებისთვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა. ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა, რომ მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე აღიარებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას“, – ამბობს სერგეენკო.

დავით სერგეენკომ იმედი გამოთქვა, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ვაქცინაცია ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს, რაც დაეხმარება ეკონომიკას ფეხზე დადგომაში და დაცული იქნება მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამასთან სერგეენკო იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დამატებით გამოჩნდება პირდაპირი ზემოქმედების მედიკამენტიც.

„იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას, რათა მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი (54 ათასი ადამიანი) ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ცერცვაძე: ნუ განიხილავთ ვაქცინას პირბადეების ალტერნატივად>>

პირველი ექიმი, რომელმაც გუშინ, დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0