„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!" – ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Alessandra Tarantino AstraZeneca-ს ვაქცინა
 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
როგორც სამინისტროში აცხადებენ, AstraZeneca-ს ვაქცინას იყენებენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ამ ვაქცინით უკვე 16 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„AstraZeneca-ს ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და  სიკვდილობის რისკს. ვაქცინა პანდემიის დასასრულია“, – აცხადებენ სამინისტროში.
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ცერცვაძე: ნუ განიხილავთ ვაქცინას პირბადეების ალტერნატივად

სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველივე დოზის მიღების შემდეგ მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან, მაგრამ სრული იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია ვაქცინის ორი დოზის მიღება.

მაგრამ რეკომენდაციების დაცვა აცრის შემდეგაც სავალდებულოა, აცხადებენ უწყებაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს მიღებული აქვს ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება.

„AstraZeneca-ს ვაქცინა სამ თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში ამ ვაქცინით აცრილია 5 მილიონი ადამიანი, გაერთიანებულ სამეფოში – 11 მილიონზე მეტი ადამიანი“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ COVID-19-ზე ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ საყოველთაო პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენს.

#ვაქცინამუშაობს , #აიცერივაქცინაგვიცავს – ამ ჰეშთეგებით მოუწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ ექიმებს და სხვა მედპერსონალს აცრისკენ.

სამედიცინო პერსონალი სპეცილურ ვებ-გვერდზე რეგისტრირდება და აცრაზე ამგვარად ჩაეწერება. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა.

ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში: კოვიდთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში: კოვიდთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca–ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ მედპერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. პირველი ექიმი, რომელმაც ამ დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ყველა ახალი ამბავი
0