ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში: კოვიდთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში

გამოწერა
საქართველოში მოსახლეობის COVID-19-ზე ვაქცინაცია დაიწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ დაიწყო კორონავირუსთან ბრძოლის ახალი ეტაპი.

ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც კორონავირუსზე აიცრა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეა. მან ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში ჩაიტარა, ათობით ტელეკამერის წინაშე. როგორც იმნაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ ვაქცინაციის გარეშე ინფექციის დამარცხება შეუძლებელია. 

საქართველოში მედპერსონალის კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
AstraZeneca კოვიდის წინააღმდეგ: საქართველოში ექიმების ვაქცინაცია დაიწყო – ვიდეო

„თავს კარგად ვგრძნობ... როგორც ხედავთ, ვაქცინა გავიკეთე და ეს საშიში არ არის. პირველ დღეს 2 ათასზე მეტი მედიკოსი დარეგისტრირდა. ვიმედოვნებ, დროთა განმავლობაში კიდევ მეტი ჩემი კოლეგა დარეგისტრირდება“, – განაცხადა იმნაძემ.

მან დღევანდელ დღეს „ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი“ უწოდა, რადგან ზუსტად 15 მარტს საქართველოში „იწყება ეპიდემიის დასასრული“. იმნაძემ კოლეგებსა და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა, რათა რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.

შვედურ-ბრიტანული ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. 43,2 ათასი დოზა პირველ რიგში განაწილდება მედპერსონალზე. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

ყველა ახალი ამბავი
0