რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში ვაქცინაციის პირველ დღეს

© AP Photo / Andrew Medichiniვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ მედპერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 500-მდე ადამიანმა გაიკეთა, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
„გთხოვთ ყველას, გეხვეწებით“: ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა. საწყის ეტაპზე იმუნიზაციას მედპერსონალი ექვემდებარება. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

„ვფიქრობ, მომდევნო დღეებში აქტივობა მაღალი იქნება. შემდეგ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად მოხერხდება ვაქცინის მობილიზება და შემოტანა. ვაქცინის რაოდენობა, რაც დღეს გვაქვს, თუ სწრაფად და ეფექტურად არ ავითვისეთ, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან რთული იქნება საუბარი, რომ ჩვენ დამატებითი დოზები გვჭირდება და თან სწრაფად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზარდოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ მედპერსონალს ჩაუტარდება და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას სამედიცინო პერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. პირველი ექიმი, რომელმაც ამ დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარეს ასევე საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ყველა ახალი ამბავი
0