კრემლი პასუხობს ლონდონის განცხადებას „რუსული საფრთხის“ შესახებ

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ლონდონი რუსეთს სახელმწიფო მასშტაბის „ყველაზე დიდ საფრთხედ“ მიიჩნევს.

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. დასავლეთის კონფრონტაციული განწყობა დასანანია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ახალი სტრატეგიის შესახებ კომენტარისას, რომელშიც, მასმედიის ინფორმაციით, რუსეთი მთავარ საფრთხედ არის მითითებული.

მოსაზრება: „ეს რუსებმა გააკეთეს“ – აგებულია მსოფლიო ტოტალიტარული „დერჟავა“>>

სტატიაში Sunday Times მითითებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი ამ კვირაში უშიშროების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კომპლექსურ მიმოხილვას წარადგენს. დოკუმენტში რუსეთს სახელმწიფო მასშტაბის „ყველაზე დიდ საფრთხეს“ უწოდებენ. ეს თითქოსდა გამოიწვია ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში „ხშირმა აგრესიულმა შეჭრამ“ და მოსკოვისთვის „მიწერილმა“ მზადყოფნამ, „გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე „დისიდენტები დახოცოს“.

„ასეთმა კონფრონტაციულმა განწყობამ ნამდვილად შეიძლება გამოიწვიოს სინანული და შეშფოთებაც კი“, – განაცხადა პესკოვმა, იუწყება РИА Новости.

მისი თქმით, ასეთ დამოკიდებულებას საქმის რეალურ მდგომარეობასთან არაფერი აქვს საერთო.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მოსაზრება: ევროკავშირი რუსეთსა და კორონავირუსს „წვრილმანი კბენებით“ ებრძვის

„რუსეთი არ ყოფილა და არც ახლა არ არის არავისი მოწინააღმდეგე, ის არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის. პირიქით, როგორც ამის თაობაზე არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა, ჩვენ ვემხრობით კეთილ და ურთიერთმომგებიან ურთიერთობებს ყველა ქვეყანასთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

მარტის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „გაყინულ წერტილშია“. მან აღნიშნა, რომ ლონდონი ბოლო წლების განმავლობაში სანქციებით ზეწოლის გაზრდის კუთხით ანტირუსულ კურსს ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0