მოსაზრება: „ეს რუსებმა გააკეთეს“ – აგებულია მსოფლიო ტოტალიტარული „დერჟავა“

© photo: Sputnik / Vitaliy Timkiv / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის დროშა
რუსეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რის გამო დასჯის ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს უახლოეს ოთხ წელიწადში — ამ კითხვაზე პასუხს Россия сегодня-მ მიაგნო.

ეს არაპირდაპირი, თუმცა საკმაოდ გასაგები პასუხია. სააგენტოს სპეციალისტებმა წამყვან ამერიკულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული იმ პუბლიკაციების კვლევა ჩაატარეს, რომლებშიც რუსეთია ნახსენები.

შედეგი: ახლა გასაგებია კონტექსტი, რომელშიც რუსეთი არსებობს ამერიკული მედიასფეროსთვის (შესაბამისად, ამერიკული პოლიტიკისთვის) და ასევე მისი როლი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით გასაგებია რუსეთის მიმართ დამოკიდებულება და მის მიმართ მოსალოდნელი ნაბიჯები.

ხედი თეთრ სახლზე - Sputnik საქართველო
მოსაზრება: „შავი სქემა“, ანუ ვინ არის ამერიკის შიდა მტერი

სამხიარულო ახალი ამბავი: ამერიკულ მედიას რუსეთი ახსოვს, უყვარს და იხსენებენ — უფრო ინტენსიურად, ვიდრე 2016-ში, როცა „რუსული ისტერია“ თითქოს პიკზე იყო.

სევდიანი ახალი ამბავი: წინა მიმოხილვიდან გასული ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

რუსეთის შესახებ 1227 რელევანტური პუბლიკაციიდან ამა წლის 1 აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პოზიტიური პუბლიკაციების რაოდენობა ნულია. ისეთი სტატიები, რომლებიც შეიძლება ნეიტრალურად შეფასდეს — 46-ია, ანუ საერთო რაოდენობის 4%. დანარჩენი 96% კი უბრალოდ გამეორება კი არა, მიზნობრივი აუდიტორიისთვის ერთი და იმავე მანტრის თავში ჩადებაა: რუსები არჩევნებში ჩაერივნენ, რუსები ფეიკებს ავრცელებენ და ა.შ.

თუმცა ეს იმდენად უნიათოდ კეთდებოდა, რომ დიდი ფიქრიც არ უნდა: რომელიღაც კაბინეტებში (ან დისტანციურად) ისხდნენ ვიღაც ჟურნალისტები და რედაქტორები, რომლებიც 24 საათში ერთხელ აღებდნენ პირს, რათა განეცხადებინათ:

  • პუტინი ოცნებობს მხარი დაუჭიროს ტრამპს და ცდილობს ჩაერიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსეთი განაგრძობს მცდელობას შეაღწიოს ჩვენს არჩევნებში;
  • რუსული ტროლები გავლენას ახდენენ ჩვენს აუდიტორიაზე;
  • სოციალური ქსელები არასაკმარისად აკონტროლებენ რუსი ჰაკერებისა და ტროლების საქმიანობას;
  • თუ ხმას აძლევ ტრამპს, ე.ი. შენ პუტინის მითითებით მოქმედებ.

ამას, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც აქვს რუსეთთან. ეს აშშ-ის შიდა მედიაცხოვრების ელემენტია — უკიდურესად მცირედ ერუდირებული მასების ქვეყნისა და ამასთან უწყვეტი ელექტორალური ციკლისა. ქვეყნისა, სადაც შიდა მტრების მისამართით მსროლელი მედიაქვემეხების ამოცანა — ეს აუდიტორიის მიძინებაა ერთი და იგივე მანტრებით, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებენ, მივიდნენ უახლოეს არჩევნებზე და ხმა, ვისაც საჭიროა, იმას მისცენ. 

ქრისტოფერ კოლუმბის უთავო ძეგლი ააშშ-ში  - Sputnik საქართველო
„გასაკეთებელია დაუყოვნებლივ“: რის გამო დასჯის აშშ რუსეთს

ამას, თუ დაგავიწყდათ, დემოკრატია ჰქვია.

2020-მა წელმა ამ მხნე დემოკრატიას ერთი სიახლე შესძინა:

გიგანტმა სოცპლატფორმებმა — Facebook-მა და Twitter-მა მათ მიერ კონტროლირებადი მედიასივრცის ცენზურა დაიწყეს დემოკრატი ჯო ბაიდენის სასარგებლოდ.

ანუ:

  • ახშობდნენ კოლექტიური ცნობიერების გამოვლინებას, რომლებიც ტრამპს „გარყვნილების მაფიასთან მებრძოლად“ სახავდნენ, და ამის პარალელურად ხელს უწყობდნენ სარკისებურ კონსპიროლოგიას, რომ ტრამპი პუტინის მარიონეტი და თეთრი რასისტების მფარველია;
  • ახშობდნენ თავად ტრამპს ყოველ ჯერზე, როცა ის რაიმეს ამბობდა, ფასდებოდა რა ეს „სოცქსელების მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების“ მიერ არასანდო ინფორმაციად (მე შევძელი მომეძიებინა მონაცემები 19 ოქტომბრისთვის: ტრამპს 65-ჯერ „მოაკეტინეს“, და ეს მაშინ, როცა მისი ტოტალური „ჩახშობა“ ჯერ კიდევ წინ იყო);
  • ყველაზე მეინსტრიმული მედიასაშუალებების გამოძიებების ჩახშობა, რომლებიც მოგვითხრობდნენ, როგორ იხეირეს ბაიდენმა და მისმა ოჯახმა უკრაინაში (აქ Twitter და Facebook ერთად გამოვიდნენ და თანაც ძალიან შედეგეიანად: New York Post-ის მიერ აღწერილი უმცროსი ბაიდენის თავგადასავლები დემოკრატი ამომრჩევლების უმრავლესობას არც კი უნახავს).

ფაქტობრივად, ჩვენ თვალს ვადევნებდით 21-ე საუკუნის ინფორმაციული ტოტალური „დერჟავის“ აგებას. „დერჟავისა“, სადაც მედიასივრცეების მფლობელები ერთდროულად ფანტომების პოპულარიზაციასაც ახდენენ და საწინააღმდეგო აზრს ბანს ადებენ, ხოლო დემოკრატებისთვის 14 მილიონი ხმის ჯადოსნურად შემატების შემდეგ დაეჭვებულების ხმებს ადებენ ბანს და პოპულარიზაციას უწევენ თეზისს „არანაირი გაყალბება არ მომხდარა, ტრამპი და ტრამპისტები ცრუობენ“.

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
„როგორც ჩანს, რუსები იყვნენ“ – მაგიური ვერსიის მედიური პროპაგანდისტი

რა უნდა აღინიშნოს აქ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირად არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ აშშ-ის ადმინისტრაციის შემდგომ ნაბიჯებზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამერიკაში არ არსებობს და არასდროს ყოფილა „პრორუსული ლობი“ (მით უმეტეს, რესპუბლიკელებს შორის), მეორეც (და რაც მთავარია) იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი რამ: უკვე დაახლოებით ათი წელია, რაც აშშ-ის ელიტამ (პოლიტიკური, მედიური თუ როგორიც გნებავთ) არაფერიც არ იცის რუსეთის შესახებ. არანაირი ამერიკელი პოლიტიკოსები არ ჩამოდიან ტოქსიკურ რუსეთში, არავის უნახავს მოსკოვი, პეტერბურგი, ეკატერიბურგი, ციმბირი თუ კამჩატკა; არც ერთი მათგანი არ შეხვედრია რუს ხალხს, მხოლოდ რუს დიპლომატებს ხვდებიან გაეროში მორიგ სესიებზე; რუსეთის შესახებ მთელ ინფორმაციას მათ ღრმად პათოლოგიური კადრები აწვდიან. თუმცა ესეც მათი ყურადღების პერიფერიებზე რჩება: ყველა მთავარი მტერი ახლა მათი ნაციის შიგნითაა თავმოყრილი და სწორედ მათ ეომებიან ისინი ახლა პირველ რიგში.

ამაში კარგი სიახლე ისაა, რომ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ და მის დასასჯელად რაღაც განსაკუთრებულად დახვეწილ მეთოდებს გამოიყენებენ. იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ ზუსტად მიზანში მოსახვედრი და წერტილოვანი ქმედებები განხორციელდეს, უნდა იცნობდე მას.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
„უდასავლეთო სამყარო“: ვინ ეხმარება პუტინს დასავლეთის დაშლაში

ასე რომ: აშშ-ს არა მარტო არ აქვს უნარი, მტკივნეულ ადგილზე მოარტყას რუსეთს, არამედ ისიც არ შეუძლია, რომ მისთვის ზიანის მიყენების ამოცანაზე კონცენტრირდეს. ერთი მარტივი მიზეზით: ამ მომენტში იქ მედიურ–პოლიტიკურმა ოლიგარქიამ გაიმარჯვა, რომელიც თავის მთავარ მტრებად შიდა ოპონენტებს მოიაზრებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზეწოლა უნდა მოახდინოს: რელიგიურ კონსერვატორებზე, თეთრკანიან მამაკაცებზე — მათი წარმოდგენის გამო საკუთარი სრულფასოვნებისა და ცხოვრების სტილის მართებულობის შესახებ, ტრადიციულ ენერგეტიკაზე „მწვანე ენერგეტიკის“ სასარგებლოდ — რა დროსაც ფანტომური რუსული საფრთხე აპრიორი მარგინალურად იქნება შეფასებული.  

ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მსგავს რუსულ მაკროპროექტებს არაფერი ემუქრება. თუმცა არც იმის ვარაუდის საფუძველი არსებობს, რომ საფრთხე ძლიერდება.  

რუსეთი, რა თქმა უნდა, არ უყვართ (შეიძლება, სძულთ კიდეც), მაგრამ სახელმწიფოს ტოტალიტარული მოწყობა, „ბელადური“ იქნება ის თუ „დემოკრატიული“, სწორედ იმით განსხვავდება ნორმალური სახელმწიფოებრივი მოწყობისგან, რომ ის მთავარ მტრებს ყოველთვის ეძებს და პოულობს კიდეც თავის შიგნით. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ მოთმინება და პოპკორნის, ან მზესუმზირის მომარაგება გვმართებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0