ევროკავშირის ასოცირების საბჭომ საქართველოს საკითხზე განცხადება გააკეთა

© photo: Sputnikსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
გამოწერა
ევროკავშირის წარმომადგენელი არ დატოვებს საქართველოს, სანამ მმართველი პარტია და ოპოზიცია კრიზისის დასაძლევად კომპრომისს არ მიაღწევენ

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ევროკავშირმა საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები აღიარა და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად მხარეებს კომპრომისისკენ მოუწოდა, ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში.

„ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ... მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით  გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
კობახიძე: პრაქტიკულად, ​იქით ვეხვეწებით ოპოზიციას პარლამენტში შემოსვლას

როგორც საბჭოს სხდომის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთომ, ოდირმა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, თავისუფალი და სამართლიანი. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გამო.

„ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, - ნათქვამია ტექსტში.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება

გარდა ამისა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოსული ევროკავშირის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში მხარეებს კონკრეტულ წინადადებას შესთავაზებს.

„სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, თუმცა პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ მესმის, რომ ის მოწადინებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისთვის. იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციამაც. ბატონი დანიელსონი ამ დღეებში გააკეთებს კონკრეტულ შეთავაზებას იმ ხაზების შესაბამისად, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ეს სიტუაცია ყველა მხარისგან მოითხოვს ურთიერთმისაღებ შედეგს“, – განაცხადა ბორელმა.

მან ასევე მოუწოდა ქართულ ოპოზიციას გადადგას ნაბიჯები კომპრომისის მოსაძებნად.

„საქართველოში ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ უნდა განიხილოს შექმნილი სიტუაციის შედეგები და ჩვენ ვთხოვთ ყველას, დააყენოს ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე და იპოვოს კომპრომისი“, – განაცხადა ბორელმა.

 

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

დასავლელი შუამავლები უკვე მეხუთე თვეა ცდილობენ განხუტონ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ბრიუსელში ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომისიის სხდომა მიმდინარეობს, თბილისში იმყოფება შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. კვირას მან გაახანგრძლივა თავისი ვიზიტი იმისათვის, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად მთავრობასა და ოპოზიციას შორის კონკრეტული შეთანხმება შედგეს.

დანიელსონის შუამავლობით 12 მარტიდან მიმდინარე შეხვედრების შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ზოგიერთ საკითხში პოზიციები ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. ამასთან, შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები პრესისთვის უცნობია და არ ხმაურდება.

ყველა ახალი ამბავი
0