საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ბელგიელ კოლეგას შეხვდა

© МИД Грузииბელგიის დროშა
ბელგიის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას.

თბილისი, 15 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროს შეხვდა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებულ წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს COVID-19-ის პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით და აღნიშნეს ვაქცინაციისა და ერთობლივი ძალისხმევის როლი პანდემიის დროულად დამარცხებაში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაქცინის სამართლიანი განაწილების აუცილებლობაზე, რათა ყველა ქვეყანამ თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლოს, შეძლოს ეკონომიკის სრულფასოვანი ამოქმედება და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი პრემიერის ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოსტპანდემიურ ეტაპზე მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისება და ტურიზმის სექტორის აღდგენა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ საქართველო 2023 წელს სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ბელგიური ხელოვნების ფესტივალში - „ევროპალია“.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.

ევროპის საბჭო - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2020
საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს გადასცემს

საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, 16 მარტს გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელისა და სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ვეროკომისრის ოლივერ ვარჰელის ერთობლივი პრესკონფერენცია.

მაღალი დონის შეხვედრები ევროპარლამენტსა და ნატოში 17 მარტს გაიმართება. ნატოს შტაბ-ბინაში ღარიბაშვილს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღებს. შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილი და სტოლტენბერგი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ასევე დაგეგმილია ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა.

სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 15 მარტს გაემგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0