„ეპიდემიის დასრულების დასაწყისი“: იმნაძე კორონავირუსის ვაქცინით საჯაროდ აიცრა

© Sputnik / STRINGERპაატა იმნაძე
პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
დღეიდან ვაქცინაცია, თბილისის გარდა, ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში იწყება, ხოლო 17 მარტიდან  ყველა რაიონში განხორციელდება.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პირდაპირ ეთერში აიცრა. 

 AstraZeneca–ს ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

საქართველოში დღეიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი იწყება. ვაქცინის პირველი პარტია, შვედურ-ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს 43,2 ათასი დოზა ქვეყანაში 13 მარტს ჩამოვიდა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან დღეიდან იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ვაქცინა არის ერთადერთი გზა ეპიდემიის დასამარცხებლად. იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა იმნაძემ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.

პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის იქნება ხელმისაწვდომი და იგი ნებაყოფლობითი იქნება. ვაქცინაციას მედპერსონალის 54 ათასი წარმომადგენელი ექვემდებარება. პრიველი ექიმი, რომელმაც ამ დილით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ზუგდიდში „ევექსის“ კლინიკის ექიმი იყო. პირდაპირ ეთერში ვაქცინაცია ჩაიტარა ასევე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
როგორ ნაწილდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ქალაქებზე 

15 მარტიდან ვაქცინაცია 29 ცენტრში დაიწყება და აცრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კაბინეტებში ჩატარდება. 14 მარტის მონაცემებით, COVID-19-ზე ვაქცინაციისთვის ვიზიტი სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მედპერსონალის 1449 წარმომადგენელს აქვს დაჯავშნილი.

თბილისში მომზადებულია 19 ცენტრი, ქუთაისსა და ბათუმში – 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში – 2-2, სხვა რაიონულ ცენტრებში კი თითო–თითო. 17 მარტიდან კიდევ გაიხსნება ვაქცინაციის 35 პუნქტი, 19 მარტიდან – 23 პუნქტი.

სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი – დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება – 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0