როგორ ნაწილდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ქალაქებზე 

© photo : courtesy of press-service of Ministry of Health, Labour and Social Affairs of GeorgiaAstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია
AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
გამოწერა
საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება, აქედან ვაქცინაცია 15 მარტიდან პირველ ეტაპზე 29 ცენტრში დაიწყება.

თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს რეგიონებში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეტანა გრძელდება, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველომ 13 მარტს COVAX-პლატფორმის საშუალებით მიიღო COVID-19-ს საწინააღმდეგო AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა. ვაქცინების განაწილება და სრულად მიწოდება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში დღეს უნდა დასრულდეს. ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით 15 მარტს დაიწყება და პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

დღეს COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა შიდა ქართლის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა მიიღეს. კასპში, ქარელში, გორსა და ხაშურში 2600 დოზაა შეტანილი.

15 მარტს აიცრებიან სამედიცინო ცენტრ „გორმედისა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმები. 17 მარტიდან კი კასპის „მედალფა“, ქარელის „გორმედის“ და ხაშურის „ახალი კლინიკის“ მედპერსონალის ვაქცინაციაა დაგეგმილი.

ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი პარტიის შემოტანა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გადარჩენა კოვიდისგან: კორონავირუსის ვაქცინა საქართველოშია - ფოტო

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს რუსთავმაც მიიღო - 1400 დოზა. ვაქცინაციის ჩატარებას ქალაქში მედიკოსები პირველ და მეორე დიაგნოსტიკურ ცენტრში ხვალიდან შეძლებენ.

ვაქცინის 400 დოზა შეიტანეს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 დოზა შეიტანეს. ქალაქის მერიის ცნობით, ჯანდაცვის ცენტრში არის შესაბამისი სამაცივრე აღჭურვილობა ვაქცინის სათანადო პირობებში შესანახად. ოთხშაბათს დაიწყება გეგმის მიხედვით აცრის პროცესი, კლინიკა „მედალფას“ ამცრელ კაბინეტში.

შაბათს ვაქცინის 1900 დოზა მიიღეს საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტისა და თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებმა. ყვარლის, ლაგოდეხის სიღნაღის და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტები კი ვაქცინაციას დღეს მიიღებენ.

კახეთში COVID-19-ზე ამცრელ დაწესებულებად დარეგისტრირებულია 13 დაწესებულება, მათგან თელავში – 4, საგარეჯოში - 3, დანარჩენ რაიონებში თითო-თითო. თელავში ვაქცინაცია 15 მარტიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო 17 მარტიდან დანარჩენ მუნიციპალიტეტებში დაიწყება.

 AstraZeneca-ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
გამყრელიძე: კორონავირუსზე ვაქცინაციის შემდეგ ადამიანებს მიეცემათ დამადასტურებელი ცნობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის განყოფილებამ დასავლეთ საქართველოსთვის განკუთვნილი ვაქცინის 14.080 დოზა გუშინ მიიღო. AstraZeneca-ს ვაქცინა გუშინ ასევე გაიგზავნა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში. ვაქცინა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონმაც უნდა მიიღონ.

პირველ ეტაპზე აიცრება ის მედპერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ.

სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი და მათი მომვლელი პერსონალი - დაახლოებით 2000 ადამიანი. შემდეგ კი ვაქცინაცია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით გაგრძელდება - 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები, 55-დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18-დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელწიფო სრულად დააფინანსებს.

ყველა ახალი ამბავი
0