დანიელსონი: გადაუჭრელია ბევრი სერიოზული საკითხი

© photo : press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი და კრისტიან დანიელსონი შეხვედრაზე
სალომე ზურაბიშვილი და კრისტიან დანიელსონი შეხვედრაზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ბევრი სერიოზული საკითხი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში ჯერ გადაუწყვეტელი რჩება, განუცხადა ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
დანიელსონი საქართველოში დარჩება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“

შვედი დიპლომატი საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლში 12 მარტს სამი დღით ჩამოვიდა. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, რომ თბილისში ვიზიტი გაურკვეველი დროით გაეგრძელებინა. ორშაბათს, დილით ის ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.

დანიელსონმა აღნიშნა, რომ ამ დილით კარგი შეხვედრა ჰქონდა და დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება შეხვედრები. მას პრეზიდენტ მიშელისგან მედიაციაში დახმარების ამოცანა აქვს დაკისრებული.

„სწორედ ამიტომ ვრჩები. უკვე აღვნიშნე, რომ ბევრი რამ გაკეთდა და მუშაობა გრძელდება. არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუჭრელია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ კონსტრუქციული, რათა დაინახონ კომპრომისის აუცილებლობა“, – განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონი ორშაბათს ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. ეს ვიზიტის მსვლელობისას პრეზიდენტთან უკვე მეორე შეხვედრაა. თუმცა ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შვედმა დიპლომატმა პრეზიდენტის რეზიდენცია უკომენტაროდ დატოვა.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ქართული ოცნება“ დიალოგის მომხრეა, მაგრამ დეტალებს არ ასაჯაროებს

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. კვირას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგი მხარეებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

ოპოზიცია მოლაპარაკებების მოლოდინში: გადაიჭრება თუ არა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში>>

კრიზისი განსაკუთრებით 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა. ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირი ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დონეზე.

ყველა ახალი ამბავი
0