დანიელსონი საქართველოში დარჩება „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“

© Sputnik / Vladimir Umikashviliკრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში ჩართულმა შვედმა დიპლომატმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში თავისი ვიზიტი განუსაზღვრელი დროით გააგრძელა.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში იქამდე დარჩება, სანამ კონკრეტული შედეგი არ იქნება მიღწეული მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„ისაუბრეთ და შეთანხმდით!“ - ლომჯარია პოლიტიკურ ძალებს მიმართავს>>

შვედმა დიპლომატმა კვირას თავისი ვიზიტი თბილისში ერთი დღით გააგრძელა. ის ორშაბათს, დილით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა და ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა, რომ მისი ვიზიტი გაურკვეველი დროით გაგრძელდა.

„მთავარი ამბავია, რომ დანიელსონი დარჩა იმდენი ხანი, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი ამბავი... ყველა საკითხზე არსებობს კომპრომისის შესაძლებლობა... უბრალოდ მხარეებმა თავის თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, გადადგან ნაბიჯი უკან და თავის მომხრეებს აუხსნან თავისი პოზიციები“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ამ პროცესში შედეგის მისაღწევად ყველა მხარე გამოიჩენს ძალისხმევას.

ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
„ქართული ოცნება“ დიალოგის მომხრეა, მაგრამ დეტალებს არ ასაჯაროებს

„იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ, ჩვენი მხრიდან ისეთივე მონდომება და შემართებაა, როგორც ადრე იყო. რაც მთავარია, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ხედავენ. ოპოზიციის მხრიდან არის სრული მზადყოფნა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ ვითარება მარტივი არაა.

„მინდა ჩვენს ყველა მხარდამჭერს ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ვიცავთ იმ პოზიციას, რა მანდატიც თქვენგან გვაქვს. ყველანაირად დავიცავთ ჩვენს ძირითად საკითხებს. სიტუაცია მარტივი არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა. კვირას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიალოგი მხარეებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.

ოპოზიციის კარვები - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2021
ოპოზიცია მოლაპარაკებების მოლოდინში: გადაიჭრება თუ არა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში

კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია და აქ სამი დღით აპირებდა დარჩენას. მოგვიანებით მან გადაწყვიტა, რომ ეს დრო კრიზისის დასაძლევად საკმარისი არაა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

კრიზისი განსაკუთრებით 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებამ გაამძაფრა.

ყველა ახალი ამბავი
0