„ისაუბრეთ და შეთანხმდით!“ – ნინო ლომჯარია პოლიტიკურ ძალებს მიმართავს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი ერთი დღით გაახანგრძლივა.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებს, ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა რყევებსა და პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციას ვეღარ გაუძლებს. 

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2021
კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი ერთი დღით გაახანგრძლივა

როგორც ომბუდსმენის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მოსახლეობა დიალოგის დადებით შედეგებს ელოდება, რადგან ხალხს სტაბილურობა და განვითარება სჭირდება.

„ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს", – წერს ნინო ლომჯარია.

საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური მოლაპარაკებების მონიტორინგისა და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ხელშეწყობის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა, რომელიც ქვეყანაში ორდღიანი ვიზიტით 12 მარტს ჩამოვიდა. თუმცა შემდეგ დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი ერთი დღით, 15 მარტის ჩათვლით გაახანგრძლივა და ის დღეს მხარეებს შორის დიალოგისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გააგრძელებს.

შვედმა დიპლომატმა „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან რამდენიმე შეხვედრა გამართა. იგი ასევე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებს ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 16 მარტისთვის, როდესაც ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ სიტუაციას მიმოიხილავენ.

ყველა ახალი ამბავი
0