მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ

© Tbilisi City Hallლურჯი მიკროავტობუსები
ლურჯი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
პირველი აპრილიდან ლურჯი მიკროავტობუსები დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული გადახდის სქემაში ჩაერთვება. ტარიფები, შეღავათები მეტროსა და ავტობუსებში აქამდე არსებული წესების მსგავსი იქნება

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. დედაქალაქში მოსწავლეებისთვის ახალი, ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 1 აპრილიდან უფასო იქნება, განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

ლურჯი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გადაწყვეტილება მიღებულია: ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური მცირდება

წილოსანის განცხადებით, ახალი პროგრამით სტუდენტები, ასევე სკოლებისა და ბაღების მასწავლებლები შეღავათებით ისარგებლებენ.

ასევე, როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური 1 აპრილიდან 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. თბილისის მერიის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომელიც მგზავრობის ტარიფის ცვლილებასაც ითვალისწინებს, თბილისის საკრებულომ 5 მარტის სხდომაზე დაუჭირა მხარი.

კერძოდ, 1 აპრილიდან 300 ახალი ლურჯი მიკროავტობუსი გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, რაც იმას გულისხმობს, რომ  ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრი 1.5 საათის განმავლობაში შეძლებს მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობას.

ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება. ამ ეტაპზე დედაქალაქში 300 ლურჯი მიკროავტობუსია, თუმცა რაოდენობის გაზრდა კიდევ იგეგმება. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წლის ბოლოსთვის ყვითელი მიკროავტობუსები ქალაქში აღარ იმოძრავებენ.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 0,5 ლარს შეადგენს. პლასტიკური ბარათების გამოყენების შემთხვევაში მგზავრობა 1,5 საათის განმავლობაში სულ 0,5 ლარია მიუხედავად იმისა, რამდენი გადაჯდომა იქნება საჭირო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, თბილისში მგზავრობის ღირებულება  0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0