გადაწყვეტილება მიღებულია: ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური მცირდება

© Facebook / Tbilisi City Hallლურჯი მიკროავტობუსები
ლურჯი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური  1 აპრილიდან 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი იქნება. თბილისის მერიის მიერ წარდგენილ პროგრამას, რომელიც მგზავრობის ტარიფის ცვლილებასაც ითვალისწინებს, თბილისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაუჭირა მხარი.

კერძოდ, 1 აპრილიდან 300 ახალი ლურჯი მიკროავტობუსი გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, რაც იმას გულისხმობს, რომ  ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრი 1.5 საათის განმავლობაში შეძლებს მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობას. 

სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ქუჩებში - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ

აღსანიშნავია, რომ ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსებს არ შეეხება. ამ ეტაპზე დედაქალაქში 300 ლურჯი მიკროავტობუსია, თუმცა რაოდენობის გაზრდა კიდევ იგეგმება. 

„საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამის" მიხედვით, მგზავრთა გადაყვანის ახალი ქსელი სრულად  2023 წლის ივლისისთვის  უნდა ამოქმედდეს, ასევე ამ დროისთვის დაინერგება და ამოქმედდება მგზავრობის ვადიანი აბონემენტებიც.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კერძოდ, მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 0,5 ლარს შეადგენს. პლასტიკური ბარათების გამოყენების შემთხვევაში მგზავრობა 1,5 საათის განმავლობაში სულ 0,5 ლარია მიუხედავად იმისა, რამდენი გადაჯდომა იქნება საჭირო. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, თბილისში მგზავრობის ღირებულება  0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0