მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

© Facebook / Tbilisi City Hallახალი მიკროავტობუსები
ახალი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

თბილისი, 10  მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს კიდევ 13 მარშრუტი ემატება>>

კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 ათასი ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე დამატებით 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ქალაქის დანარჩენ მარშრუტებს 8-, 12- და 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

„მთავარია არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მათ მოწოდებას ველოდებით. დამატებით გვინდა შემოვიყვანოთ დაახლოებით 180 ერთეული 8-მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ლურჯი მიკროავტობუსები - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გადაწყვეტილება მიღებულია: ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური მცირდება

ახალი მიკროავტობუსი გათვლილია 17 მგზავრზე, აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემით. გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები.

როგორც ადრე დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით განხორციელდება.

დღეისათვის თბილისში ყოველდღიურად დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი მოძრაობს.

ყველა ახალი ამბავი
0