კლუბების ნაწილმა საქართველოს რაგბის ჩემპიონატს შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს

© Sputnik / Alexander Imedashviliშეტაკებები პოლიციასთან რაგბის კავშირის ყრილობის დროს
შეტაკებები პოლიციასთან რაგბის კავშირის ყრილობის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
გამოწერა
აბუსერიძის მხარდამჭერები განიხილავენ რამდენიმე ზომას, რომლის საშუალებითაც რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს მუშაობაში ხელს შეუშლიან

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა საინიციატივო ჯგუფმა ქვეყნის ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტის შესახებ განაცხადა, ამის შესახებ მათ დღეს კლუბ „ლოკომოტივის“ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ქართულ რაგბიში განხეთქილება კავშირის პრეზიდენტის არჩევნებს მოყვა. ამ კვირაში გაიმართა ყრილობა, სადაც პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესმენი სოსო ტყემალაძე აირჩიეს. მაგრამ ამას არ ეთანხმება ალტერნატიული კანდიდატი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები.

ირაკლი აბუსერიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირში არჩევნების შედეგებს არ ცნობს

„ძალადობით და ხელის გადაგრეხვით უნდათ მიაღწიონ იმ მიზანს, რაც ქართულ რაგბს და ღირსებას არ შეესაბამება. ვიბრძოლებ ბოლომდე ვიდრე სამართალი არ გაიმარჯვებს. ამ უსამართლობას არ დავუთმობთ“ , - განაცხადა აბუსერიძემ.

ქვეყანაში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობის, რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი გასული წლის ზაფხულიდან ვაკანტური იყო.

აბუსერიძე რაგბის კავშირის თავმჯდომარედ 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს, მაგრამ საჯარო რეესტრმა ის არ დაარეგისტრირა, რაც არჩევნების ვადების დარღვევით ახსნა. მიუხედავად ამისა, აბუსერიძის მომხრეები მას ორგანიზაციის ხელმძღვანელად მიიჩნევენ და ახალ პრეზიდენტს არ აღიარებენ.

არეულობა და დაპირისპირება საქართველოს რაგბის კავშირის სხდომის მსვლელობისას - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2021
არეულობა და დაპირისპირება საქართველოს რაგბის კავშირის სხდომის მსვლელობისას – ვიდეო

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ რამდენიმე ზომას, რათა რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს მუშაობაში ხელი შეუშალონ.

„პროტესტი არსებობს ბევრნაირი - ბოიკოტი, ჩემპიონატის დაპაუზება, დაუმორჩილებლობა და ა.შ.“ – განაცხადა რაგბის ვეტერანმა ბობა კვინიხიძემ. ამასთან მან აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0