არეულობა და დაპირისპირება საქართველოს რაგბის კავშირის სხდომის მსვლელობისას – ვიდეო

გამოწერა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ირაკლი აბუსერიძისა და იოსებ ტყემალაძის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. აბუსერიძის მომხრეებმა საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-სთან პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. იხილეთ დაპირისპირების კადრები.

რამდენიმე წუთის წინ საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-სთან, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, სიტუაცია დაიძაბა.

რაგბის ვეტერანის ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და მე-11 პავილიონში შეღწევა სცადეს, სადაც დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს.

დარბაზში იმყოფება აბუსერიძის მთავარი კონკურენტი იოსებ ტყემალაძეც. კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ხელჩართული ბრძოლაც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციამ დაპირისპირება აღკვეთა.

ყველა ახალი ამბავი
0