სომხეთის ომბუდსმენმა მმართველი ბლოკის დეპუტატები დაიცვა

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
სომხეთში ოპოზიცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მასობრივი საპროტესტო მიტინგებით - ბოლო დღეებში ერევანში ეროვნული კრების დეპუტატების სახლებთან კუბოები და სამგლოვიარო გვირგვინები გამოჩნდა

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. სომხეთის ომბუდსმენმა არმან ტატოიანმა დაგმო ოპოზიციის ქმედებები, რომელმაც, მისი თქმით, პროტესტის დაუშვებელი ფორმები გამოიყენა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

„შეცდომაში შემიყვანეს“: ფაშინიანმა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით თავი იმართლა >>

ადამიანის უფლებადამცველი მმართველი ბლოკის დეპუტატების სახლების წინ კუბოების დადგმამ აღაშფოთა.

როგორც ტატოიანი თავის Facebook-გვერდზე წერს, ბოლო დღეებში დეპუტატების სახლებთან კუბოებთან ერთად დეპუტატების ფოტოები სამგლოვიარო გვირგვინებთან ერთად დადგეს.  

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა

„ის, რომ ეს მანკიერი მოვლენები ჯერ კიდევ 2018 წელს დაფიქსირდა, არ ნიშნავს იმას, რომ ახლაც იგივე უნდა ხდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საშიშ ჩაკეტილ წრეში აღმოვჩნდებით: ეს ყოველ ჯერზე შეიძლება გამეორდეს და ამას „ბუმერანგის ეფექტით“ ან „შურისძიების“ გრძნობით ახსნიან“, - მიიჩნევს ტატოიანი.

მისი თქმით, 2018 წელს მომხდარ მსგავს მოვლენებს ის მსგავს შეფასებას აძლევდა. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ადამიანის ღირსებას ლახავს, არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას.

„ეს ძალადობის და პროვოკაციის ელემენტებს შეიცავს და შესაძლოა მოახდინოს გავლენა მოქალაქისა და მისი ოჯახის წევრების სულიერ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი ზრდის დაძაბულობას საზოგადოებაში, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ტატოიანმა.

ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა >>

ადრე კუბოები ფოტოებით და გვირგვინებით დადგეს იმ სახლების წინ, სადაც მმართველი ბლოკი „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატები ანდრანიკ კოჩარიანი და გრაჩია აკოპიანი ცხოვრობენ.

ყველა ახალი ამბავი
0