ფაშინიანმა სომხეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მზადყოფნა გამოთქვა

© Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
გამოწერა
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აღნიშნული საკითხის განსახილველად უახლოეს მომავალში საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელებთან შეხვედრას გეგმავს

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, წერს Sputnik-სომხეთი.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
„შეცდომაში შემიყვანეს“: ფაშინიანმა „ისკანდერებთან“ დაკავშირებით თავი იმართლა

მისი სიტყვებით, ოპოზიციასთან შეთანხმება საჭიროა საზოგადოებრივი სოლიდარობის აღსადგენად.

„ჩვენ არჩევნებს განვიხილავთ, როგორც საზოგადოებრივი სოლიდარობის აღდგენის საშუალებას. არჩევნები ამ საკითხის მოგვარების მექანიზმია, ხალხისთვის თვითგამოხატვის შესაძლებლობაა, რათა აზრის გამოხატვა შეძლონ არა მხოლოდ იმ მოქალაქეებმა, რომელთაც სამთავრობო თუ ოპოზიციურ მიტინგებში მონაწილეობის დრო აქვთ, არამედ ყველამ“, - დასძინა ფაშინიანმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან საპარლამენტო ოპოზიციის ხელმძღვანელებს გაუგზავნა მოსაწვევები და აღნიშნული საკითხის განსახილველად უახლოეს მომავალში მათთან შეხვედრას გეგმავს.

პოლიტიკური კრიზისი სომხეთში

მორიგი საპროტესტო აქციები ერევანში რუსული წარმოების „ისკანდერების“ შესახებ ფაშინიანის გაუფრთხილებელი გამონათქვამის შემდეგ დაიწყო. მან თქვა, რომ მთიან ყარაბაღში ომის დროს მოწოდებული ტექნიკა გაუმართავი იყო.

სიტუაცია ერევანში - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა

მასმედიის მონაცემებით, სომხეთის გენშტაბის უფროსის მოადგილემ დასცინა პრემიერს, რის გამოც ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მან გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების ბრძანებაც მოამზადა, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე მიმართვა გაგზავნა. მმართველი საპარლამენტო ფრაქცია „ჩემი ნაბიჯი“ სარქისიანს იმპიჩმენტით დაემუქრა.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხოდ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. მინისტრთა კაბინეტის მეთაურმა ეს შეაფასა, როგორც გადატრიალების მცდელობა და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ამასობაში ოპოზიციამ პარლამენტთან ბარიკადები აღმართა და კარვები გაშალა. ისინი ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად არ არიან განწყობილი და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0