როდის აღდგება რესტორნების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება

© Sputnik / Alexander Imedashviliმუსიკოსები რესტორანში
მუსიკოსები რესტორანში - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ეტაპობრივად ამსუბუქებს შეზღუდვებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა

 თბილისი, 7 მარტი - Sputnik. 1 აპრილამდე საზოგადოებრივი კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდული იქნება. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ორშაბათიდან, 8 მარტიდან კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება, რომლებიც გასული წლის ნოემბერში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესდა. კერძოდ, ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით რესტორნები მუშაობას შიდა სივრცეებში განაახლებენ (შაბათ-კვირის გარდა).

დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
კვების ობიექტების შიდა სივრცეებისთვის ახალი წესები მუშავდება

გარდა ცოცხალი მუსიკის შესრულების შეზღუდვისა, კვლავ აკრძალული იქნება სოციალური ღონისძიებების გამართვაც.

ხვალიდან აგრეთვე სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც განაახლებენ მუშაობას.

საქართველოში 1 მარტს გაიხსნა მუზეუმები და ბიბლიოთეკები, ბათუმის რესტორნებში მუშაობა შიდა სივრცეებში განახლდა (გარდა შაბათ-კვირისა), ნებადართულია კონფერენციებისა და ტრენინგების ჩატარება, ფუნქციონირება დაიწყეს საბავშვო ბაღებმა, უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართულია კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

ქვეყანაში 25 თებერვლიდან აღდგა სასტუმროების მუშაობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი >>

ამას გარდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა უქმე დღეებშიც.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოიხსნება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა. ის ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.

ყველა ახალი ამბავი
0