„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია სკანდალურ აუდიოჩანაწერებს მოლაპარაკებათა პროცესის ჩასაშლელად და ქვეყანაში დაძაბულობის ესკალაციისთვის იყენებს

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია - ასე შეაფასეს მმართველ პარტიაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აუდიოჩანაწერები, რომლებიც ერთ-ერთმა ტელეარხმა გამოაქვეყნა.

თბილისში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა იმართება >>

ოპოზიციურმა ტელეარხმა „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს.

როგორც „ქართული ოცნების“ განცხადებაშია აღნიშნული, გამოქვეყნებული ჩანაწერი შედგება ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე რამდენიმე თვის განმავლობაში იწერებოდა.

„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
„ქართული ოცნება“ ოპოზიციისგან კომპრომისს ელოდება

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.

„უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ, რაც ოპოზიციას არ აწყობს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა >>

ოპოზიციის მოქმედებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ არ აპირებს უარის თქმას თავის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და მზად არის გააგრძელოს დიალოგი, რომლისკენაც საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0