თბილისში ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა იმართება

© Sputnik / Alex Shlamovპოლიცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მორიგეობს
პოლიცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მორიგეობს - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნების ჩატარებას და პრემიერ-მინისტრის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ

თბილისი, 7 მარტი – Sputnik. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამ წუთებში მართავენ საპროტესტო მსვლელობას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

მსვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2021
საქართველოში ცნობილ პირთა მონაწილეობით ფარული აუდიოჩანაწერების სკანდალი აგორდა

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვენ.

მსვლელობის ჩატარების საბაბი გახდა ოპოზიციური ტელეარხ ТV Pirveli-ს ეთერში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები. მასში, სავარაუდოდ, ფიგურირებენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ტელეკომპანიის მონაცემებით, აუდიოჩანაწერებში საუბარია რამდენიმე პირის დასჯაზე, რომლებიც ბერას სოციალურ ქსელებში მისთვის არასასურველი კომენტარების ავტორები არიან.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი არჩევნების ჩატარება რჩება, მაგრამ სანამ ჩვენი მოთხოვნა შესრულდება, ჩვენ ვითხოვთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას, რომელიც ამ საშინელების და ძალადობის ერთ-ერთი ავტორია“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ყველა ახალი ამბავი
0