თბილისის რესტორნები მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliრესტორანი
რესტორანი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
გამოწერა
პანდემიის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით, თბილისში არსებული რესტორნები სახელმწიფოსგან 5–5 ათას ლარს მიიღებენ

 

თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს თბილისში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის სუბსიდირების ინიციატივას, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემუშავდა კრიტერიუმები, რომელთა შესაბამისადაც ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში არსებული მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის. 

კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
საქართველოს მასშტაბით რესტორნები ფუნქციონირებას დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ

 „დღევანდელ სხდომაზე გვესწრება თბილისის მერი კახა კალაძე და სხდომის დღის წესრიგის შემდეგი საკითხი მის ინიციატივას ეხება. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა. კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებული არიან ტურისტების ნაკადზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, რესტორნებისთვის ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში კი დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს.

„რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის, მხარი დაუჭიროს მერიის აღნიშნულ  ინიციატივას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

რესტორნებმა და კვების ობიექტებმა საქმიანობა 28 ნოემბერს შეწყვიტეს, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურმა  ვითარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

შექმნილი გაუსაძლისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, რესტორატორებმა 6 თებერვლისთვის ობიექტების თვითნებურად გახსნა დააანონსეს, თუმცა, შემდეგ გადაიფიქრეს, რადგანაც მთავრობამ 15 თებერვლიდან კვების ობიექტების გახსნის გადაწყვეტილება  მიიღო – მათ მომხმარებლის მიღება მხოლოდ ღია სივრცეში შეუძლიათ. გარდა ამისა, უქმე დღეებში ეკრძალებათ მუშაობა.

საქართველოში 8 მარტიდან რესტორნები სრული დატვირთვით შეძლებენ საქმიანობას.

ყველა ახალი ამბავი
0