საქართველოს მასშტაბით რესტორნები ფუნქციონირებას დახურულ სივრცეებშიც შეძლებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliკაფეები და რესტორნები
კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
რესტორნები და კაფეები დახურულ სივრცეში აჭარაში 1 მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი 8 მარტიდან იმუშავებენ.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ. ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში.

გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
ხვალიდან ზამთრის კურორტები გაიხსნება

პრემიერის განმარტებით, რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას აჭარაში 1 მარტიდან განაახლებენ, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან (შაბათ-კვირის გარდა). ღარიბაშვილის თქმით, დახურულ სივრცეებში აუცილებელი იქნება დადგენილი რეგულაციებისა და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ვადაზე ადრე დაიწყო. საქართველოში და, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან კვების ობიექტები გაიხსნა. ისინი სტუმრებს 21:00 საათამდე მხოლოდ ღია სივრცეებში იღებენ.

საქართველოს მასშტაბით კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0