თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. ზამთრის კურორტებზე სასტუმროები 25 თებერვლიდან, საბაგიეროები კი 8 მარტიდან გაიხსნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.
„კომენდანტის საათი" კვლავ ძალაში დარჩა>>
2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეაჩერეს – სასტუმროებს ეკრძალებათ დამსვენებლების მიღება, გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, დაკეტილია კაფეები და რესტორნები.
„ხვალიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროები გაიხსნება არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით, სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები კი გაიხსნება რვა მარტიდან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 8 თებერვლიდან მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაგეგმილზე ადრე დაიწყო. ამ ეტაპზე აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება (შაბათ–კვირის გარდა).
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება>>
15 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. კვების ობიექტები კი ღია სივრცეში აგრძელებენ ფუნქციონირებას – შაბათ–კვირის გარდა.
ამასთან, ქვეყანაში კვლავ ძალაშია 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება.