თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ისეთ მძიმე დაავადებაზე, როგორცაა ღვიძლის ციროზი, შეიძლება ძალიან მოულოდნელი და სრულიად არასპეციფიკური სიმპტომები მინიშნებდეს, წერს გამოცემა Express–ი ბრიტანელი მედიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით.
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაავადების განვითარებაზე შესაძლოა მეტყველებდეს შემდეგი ნიშნები: სისუსტე და დაღლილობის შეგრზნება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ცხვირიდან და ღრძილებიდან უმიზეზო სისხლდენა, ხშირი პირღებინება, მადის დაკარგვა და წონაში კლება.
გარდა ამისა, ექიმები ციროზის სიმპტომად მიიჩნევენ კანის ქავილს, ხელისგულების გაწითლებას, სხეულზე სისხლძარღვების „ბარსკვლავების“ გაჩენას, კანისა და თვალის კაკლის სიყვითლეს.
ბრიტანელი სპეციალისტების თქმით, აღნიშნული სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტი, რათა დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვლინდეს და შესაბამისი მკურნალობა დაინიშნოს.
რა აღადგენს ალკოჰოლით დაზიანებულ ღვიძლს: დროული რჩევა მეცნიერებისგან>>
ციროზი არის ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების პათოლოგიური საბოლოო სტადია და, როგორც წესი, ყალიბდება C და B ქრონიკული ჰეპატიტების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადების და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების შედეგად.