პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

© Sputnik / Shota Nozadzeსამართალდამცველები პარლამენტის გვერდით შესასვლელთან
სამართალდამცველები პარლამენტის გვერდით შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას დაპატიმრებას აპროტესტებენ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. პარლამენტის ყველა შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პიკეტირებას გეგმავენ, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა>>

ოპოზიციას ორი კვირის განმავლობაში თბილისში უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობის გეგმა აქვს გაცხადებული. საპროტექტო აქციების გეგმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ 26 თებერვალს პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე წარმოადგინა. დღეს გეგმაში პარლამენტის პიკეტირებაა, სადაც პლენარული სხდომა იმართება. 

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა

ოპოზიციის ინფორმაციით, ეს იქნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება, რომელზეც ისინი საკუთარი მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადებენ.

ოპოზიციის მომდევნო აქციების გეგმა ასეთია:

5 მარტი – მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტი

9 მარტი – აქცია შსს-სთან

11 მარტი – აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

13 მარტი – შემაჯამებელი დიდი საპროტესტო აქცია პარლამენტთან.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში უწყვეტი საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0