ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია. 26.02.2021 - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ყველაფერი დაიწყება დილით მჯდომარე პროტესტით პარლამენტთან, დღისით კი ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის პიკეტირებას აანონსებენ

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. 2 მარტს საქართველოს პარლამენტის შენობის პიკეტირების მიზანს არ წარმოადგენს ძალადობის პროვოკაცია, განაცხადა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ.

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.02.2021
„გახარიას გინდათ ლაიქებში გადაუსწროთ?“ – კახა კალაძის ახალმა ფოტომ აჟიოტაჟი გამოიწვია

ოპოზიციამ დააანონსა პარლამენტის შენობის პიკეტირება სამშაბათს, პლენარული სხდომის დღეს, რამაც ექსპერტებში სიტუაციის კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის პროვოცირების შიში გამოიწვია.

„აქცია მიზნად არ ისახავს ე.წ. დეპუტატების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას საფეხმავლო ნაწილზე. ისინი იძულებული გახდებიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ფონზე, გადმოსხდნენ საკუთარი ძვირად ღირებული მანქანებიდან, რადგან საავტომობილო გზაზე ვაპირებთ, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მან აღნიშნა, რომ პიკეტის მიზანია აიძულონ დეპუტატებს ხალხის ხმა გაიგონონ.

გარდა ამისა, აქციაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდება ოპოზიციის მოთხოვნები: ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმართა გათავისუფლება.

ხოლო პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა თაზო დათუნაშვილმა დააზუსტა, რომ პარლამენტთან ასევე იქნება მჯდომარე პროტესტი, რომელიც 09:00 საათზე დაიწყება.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ გამწვავდა. ოპოზიცია გავიდა ქუჩებში და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს, რომლებიც, ლიდერების თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკების პროცესი განახლდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0