გერმანიაში დასაქმების სურვილი საქართველოს 92 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა

© photo: Sputnik / Stringer Georgian Airways Airzena
 Georgian Airways Airzena - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
საუბარია მხოლოდ სეზონური დასაქმების პროგრამაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც 1 აპრილიდან იწყება. დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე, რომელიც უცხოეთში დროებითი დასაქმების მსურველთათვის ორი კვირის წინ ამოქმედდა, 92 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დარეგისტრირებული, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პირველ ეტაპზე საუბარია გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე.

გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოებზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებენ, სურვილი კი 92 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

გერმანიის დასაქმების სააგენტო მკაცრად გააკონტროლებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების მაქსიმალურ დაცვას. 

ახალგაზრდა პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს

რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე გამგზავრება? – პასპორტის (არქონის შემთხვევაში), თვითმფრინავის (ორივე მიმართულებით) ბილეთის ღირებულება, ცნობები ჯანმრთელობის (ფორმა 100), ნასამართლეობის (10 დღის ვადაში აღნიშნული ცნობის აღება უფასოა) შესახებ, PCR–ტესტი.

დადებითი პასუხის შემთხვევაში დასაქმების მსურველი მოქალაქეების ინფორმირება მინიმუმ ერთი თვის ვადაში მოხდება. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც კეთილსინდისიერად იმუშავებენ, შეიძლება მომავალში მოწვევა პირდაპირ ფერმერებისგან მიიღონ და მათთან საქმიანი ურთიერთობა გაგრძელდეს.

დასაქმებული მოქალაქეების საცხოვრებელი სამუშაო ადგილთან ახლოს უნდა იყოს და მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს დღეში 6–15 ევროს. ჯანმრთელობის დაზღვევას გერმანელი დამსაქმებლები უზრუნველყოფენ – იქნება ეს ტრავმა, კორონავირუსი თუ სხვა შემთხვევა.

როგორც გაირკვა, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი ყველაზე მეტად თბილისსა და აჭარაში მცხოვრებლებმა გამოთქვეს.

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითიც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს.

სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება. დასაქმება შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს 18 წლიდან 60-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უნდა ჰქონდეს შენგენის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია; უნდა იყოს ფიზიკურად ჯანმრთელი; ჰქონდეს მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; არ უნდა ჰქონდეს არანაირი დარღვევა, რაც ქვეყანაში მის შესვლას ხელს შეუშლის; სავალდებულოა გერმანული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.  

ბერლინი - Sputnik საქართველო, 1920, 12.02.2021
რა შემთხვევაში დასაქმდებით ლეგალურად გერმანიაში? დეტალური ინფორმაცია

რაც შეეხება თავად სამუშაოს, საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვის–ცენტრში მისვლისას სამუშაოს მაძიებელს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამსაქმებელი დაინტერესებულ პირს გამოუგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე.

ყველა ახალი ამბავი
0