რა ეტაპზეა გელათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები

© photo: courtesy of Besik Pipiaგელათის მონასტერი
გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.03.2021
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე იწყება დრენაჟის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. გელათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია.

გელათში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია იმუშავებს>>

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ზაზა ჩხიკვაძის ცნობით, ამ ეტაპზე იწყება დრენაჟის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები.

„დრენაჟი ტაძრის გარე პერიმეტრზე საძირკვლისა და ბაზისის ნაწილიდან ატმოსფერული ნალექების მოცილებას უზრუნველყოფს. ასევე მიმდინარეობს შიდა ხარაჩოების მოწყობაც. სადრენაჟო სამუშაოები უზრუნველყოფს ტაძრის ინტერიერში ტენიანობის შემცირებას”, – განუცხადა ჩხიკვაძემ „პირველ არხს“.

რაც შეეხება მთავარ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, მის შიდა ინტერიერში ხარაჩოების მოსაწყობად ჩასატარებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
იუნესკო გელათის ტაძრის რესტავრაციაში ქართველ სპეციალისტებს დაეხმარება

გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ახალი კომპანია – „ბაგინეთი+“ მუშაობს. კომპანიები „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი. 1994 წლიდან არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ყველა ახალი ამბავი
0