ტიკარაძე: მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საცხოვრებელს 13 ათასი დევნილი ოჯახი მიიღებს

© Government of Georgiaეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.02.2021
გამოწერა
მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ამ დროისთვის სამინისტროს მიერ ბინებით უკვე 23 ათასამდე დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 13 ათასი დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს, განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე.

მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2021 წლისთვის ჯანდაცვის სამინისტრო 3500-მდე დევნილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილებას გეგმავს.

„გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. ამ მიზნით ჩვენ მათ ვუწევთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას დასაქმების, საარსებო წყაროების შექმნისა და პირადი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2020
რატომ უბრუნებს პარლამენტი მთავრობას 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებებს

შაბათს პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ დევნილთა პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და პროცესშია 1820 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებლების აშენება, რაც ეტაპობრივად 2021-2022 წლებში დასრულდება.

ირაკლი ქარსელაძემ რეგიონებში ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები დაასახელა >>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0