რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ვრცელდება ახალი ინფორმაცია

© press office of the Roads Department of Georgiaკობი-გუდაურის მონაკვეთი
კობი-გუდაურის მონაკვეთი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
გამოწერა
ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს გზების ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდულია.

თბილისი, 20 თებერვალი - Sputnik. გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე თოვისა და ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გადაკეტილი გზა ლარსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
„ზემო ლარსზე“ 2 ათასზე მეტი სატვირთო დაგროვდა

მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, ზვავდამცავი გვირაბების  გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის -62-ე კმ (გომბორის წრიული-შუა მთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 171-186-ე კმ (კალა-უშგული) მონაკვეთზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

თოვლი ოზურგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
კვლავ ქარბუქი: უამინდობამ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში პრობლემები შექმნა

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის გამო დღეს დილით აიკრძალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0