კვლავ ქარბუქი: უამინდობამ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში პრობლემები შექმნა

© photo: courtesy of Ozurgeti Administration თოვლი ოზურგეთში
თოვლი ოზურგეთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გურიის რეგიონის სოფლებში პრობლემები შექმნა – სოფლების ნაწილს ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ძლიერმა ნალექმა ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლებში პრობლემები შექმნა – გურიის რეგიონში მესამე დღეა თოვს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ოზურგეთის ოთხი სოფელი: ნატანები, შრომა, თხინვალი და კონჭკათი. ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდება აგრეთვე ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის სოფლების მოსახლეობას.

ოზურგეთის მერიის ინფორმაციით, დღის ბოლომდე ყველა სოფელს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის შიდა გზებზე, სადაც ინტენსიურად მუშაობს სპეცტექნიკა, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, ცენტრალურ ქუჩებზე კი მოძრაობა თავისუფალია.

 

ყველა ახალი ამბავი
0