„ზემო ლარსზე“ 2 ათასზე მეტი სატვირთო დაგროვდა

© photo: Sputnik / Stringerგადაკეტილი გზა ლარსზე
გადაკეტილი გზა ლარსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ქართული მხარე ტრაილერებს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო არ ატარებს.

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან (რუსეთის მხრიდან) 2 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი გზის გახსნას ელოდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

თოვლიანი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
რა შეზღუდვები რჩება საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

გაზრდილი ზვავსაშიშროების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა მესამე დღეა აკრძალულია.

როგორც რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო საკითხების ატაშე არამ ტანანიანი აცხადებს, „ზემო ლარსზე“ ამჟამად თოვს, ძლიერი ქარია, სატვირთოები თოვლით დაიფარა. მან აღნიშნა, რომ ხვალიდან ამინდის გაუმჯობესებას ელოდებიან.

ადრე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება კვლავ მაღალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს.

ყველა ახალი ამბავი
0