პროკურორი: ნიკა მელიას გონივრულ ვადებში დააკავებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliთბილისის სასამართლო
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
გამოწერა
ნიკა მელიასთვის წაყენებული ბრალი ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. ნიკა მელიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი პროკურატურაზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ მისი შესრულების ზუსტი ვადები არ არსებობს, განაცხადა საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2021
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა: რა მოხდება ამის შემდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსსაათიანი განხილვის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა. მელია ამჟამად თავისი პარტიის ოფისში იმყოფება.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლომ დაავალა შესაბამის ორგანოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება. აქედან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილებას შეასრულებს შესაბამისი ორგანო გონივრულ ვადებში“, - განაცხადა პროკურორმა.

მან იმედი გამოთქვა ასევე, რომ მელია თავად შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ამავდროულად დაცვის მხარემ სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა.

„დღეს ნიკა მელიასთან მიმართებით კი არ გამოიტანეს გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად საფრთხე შეუქმნეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ძალიან მინდოდა, რომ ჩემი მოლოდინი სასამართლოსთან მიმართებაში არ ყოფილიყო ასეთი, თუმცა გამართლდა“, - აღნიშნა მელიას ადვოკატმა მიხეილ კონდახაშვილმა.

ოპოზიციამ პარლამენტთან ერთ დღეში სამი საპროტესტო აქცია გამართა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
ოპოზიციამ პარლამენტთან ერთ დღეში სამი საპროტესტო აქცია გამართა – ვიდეო

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0