საქართველოს სტატისტიკის სისტემა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ანგარიშის მიხედვით, საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის 12 ქვეყანას და ისტორიაში პირველად დასახელდა ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. 2020 წელს საქართველომ სახელმწიფოთა სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასების რეიტინგში 187 ქვეყანას შორის 31-ე ადგილი დაიკავა და 2019 წელთან შედარებით საკუთარი პოზიციები 8 პუნქტით გაიუმჯობესა, ნათქვამია ორგანიზაცია Open Data Watch-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ქართული არმია თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
რომელი ადგილი დაიკავა ქართულმა არმიამ Global Firepower-ის რეიტინგში

ორგანიზაცია Open Data Watch-მა ღია მონაცემთა აღწერის Open Data Inventory (ODIN) რიგით მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წარმოდგენილია მსოფლიოს ქვეყნების სტატისტიკის ოფიციალური სამსახურების შეფასება სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით.

ODIN-ის შეფასებით, 2020 წელს საქართველოს სტატისტიკის სისტემის საერთო შეფასებამ 69 ქულა შეადგინა. 2020 წელს ღია მონაცემთა შეფასება 187 ქვეყანაში 22 სტატისტიკური კატეგორიისა და 65 მაჩვენებლის მიხედვით ჩატარდა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში დასახელდა. 

თბილისი შებინდებისას - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2021
საუკეთესოთა ტოპ-50-ში თბილისი მეორეა: საერთაშორისო პლატფორმამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

გარდა ამისა, საქართველო უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი და ინდონეზია. ამასთან, ODIN-ის შეფასებით, საქართველოს სტატისტიკის სისტემა რეიტინგით ისეთი ქვეყნების დონეზეა, როგორიცაა ავსტრია, შვეიცარია და მექსიკა. 

შეფასება მოიცავს ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: ეროვნული ანგარიშები, მოსახლეობა და დემოგრაფია, დასაქმების, უმუშევრობის და ფასების სტატისტიკა, განათლება და ჯანდაცვა, გენდერული სტატისტიკა, სამართალდარღვევების სტატისტიკა, სიღარიბის მაჩვენებლები, სახელმწიფო ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, საგადამხდელო ბალანსი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და სხვ. 

Open Data Watch – საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ახორციელებს ოფიციალური სტატისტიკის მოცვისა და მასზე ხელმისაწვდომობის ობიექტურ შეფასებას.

ყველა ახალი ამბავი
0