რომელი ადგილი დაიკავა ქართულმა არმიამ Global Firepower-ის რეიტინგში

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული არმია თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღეს
ქართული არმია თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხება 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, აქედან უმრავლესობა აქტიურ სამსახურშია.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველომ სამხედრო სიმძლავრის რეიტინგში Global Firepower Index 2021 მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის 92–ე ადგილი დაიკავა.

კვლევის თანახმად, საქართველოში არის დაახლოებით 1,8 მილიონი ადამიანი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის არის ვარგისი. საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხება 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აქედან უმრავლესობა აქტიურ სამსახურშია.

ქართული სამხედროები - Sputnik საქართველო
პარლამენტმა ქართული ჯარის რიცხოვნობა განსაზღვრა

გარდა ამისა, საქართველოს ჰყავს 60 ერთეული თვითმფრინავი, 12 სასწავლო, 9 საბრძოლო და 10 მოიერიშე ვერტმფრენი. ქვეყნის შეიარაღებაშია 163 ტანკი, 585 ათასი ჯავშანმანქანა, 73 ერთეული თვითმავალი არტილერია, 83 ერთეული ბუქსირებადი არტილერია და 50 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზღვაში გასასვლელი აქვს, ფლოტი არ არის განვითარებული. ქვეყანას აქვს ოთხი პატრულირებისთვის განკუთვნილი საზღვაო ხომალდი, რომლებიც შსს–ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ეკუთვნის.

Global Firepower Index–ის ავტორებმა აღნიშნეს, რომ ომის წარმოების აუცილებელი კომპონენტია ბუნებრივი რესურსები, კერძოდ – საწვავი. რეიტინგის თანახმად, საქართველო დღეში აწარმოებს 400 ბარელ ნავთობს, ხოლო გამოიყენებს – 18,5 ათას ბარელს. რაც შეეხება ნავთობის მარაგს, დადასტურებული მონაცემებით, საქართველოში მისი რაოდენობაა 35 მილიონი ბარელი.

ქართველი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
საქართველოში ვადიანი სამხედრო სამსახურის რეფორმა გატარდება

იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ლოგისტიკას.

საქართველოში დაახლოებით 686 ათასი შრომისუნარიანი მცხოვრებია. ქვეყანას გააჩნია ორი ძირითადი პორტი და 22 მოქმედი აეროპორტი. სახმელეთო გზების საერთო სიგრძეა 20 ათას კილომეტრზე მეტი, ხოლო რკინიგზის — 1,6 ათას კილომეტრზე მეტი.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი შეადგენს 300 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო საგარეო ვალი 16,9 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. მსყიდველობითი უნარის პარიტეტია 41,3 მლრდ დოლარი, ოქროსა და ვალუტის რეზერვის – დაახლოებით 3 მლრდ დოლარი.

რაც შეეხება უახლოეს მეზობლებს, თავისი მაჩვენებლებით საქართველომ გაუსწრო სომხეთს, რომელმაც რეიტინგში 100–ე ადგილი დაიკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა

სამხრეთ კავკასიაში სამხედრო სიმძლავრით აზერბაიჯანი ლიდერობს, ის 64–ე ადგილზე განთავსდა.

რუსეთის ჯარი უძლიერესთა ათეულში შედის და მეორე ადგილს იკავებს, თურქეთი - მე-11-ს. მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს აშშ–ს, ხოლო ყველაზე სუსტი – ბუტანს.

Global Firepower Index — სამხედრო სიმძლავრის გლობალური ინდექსი — ესაა რეიტინგი, რომელიც აფასებს მსოფლიოს სახელმწიფოების ჯარებსა და ფაქტორებს, რომლებიც ქვეყნის სამხედრო სიმძლავრეზე პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს.

ინდექსი დგინდება რთული მეთოდიკის საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებულია 50-ზე მეტი ფაქტორი. კერძოდ: არმიის რიცხოვნობა, ტანკების, გემების, თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა, სამხედრო სფეროს დაფინანსების დონე, ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომობა ნავთობპროდუქტებისადმი და სხვა ფაქტორები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ არმიის ბრძოლისუნარიანობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0