როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი სესხის შესახებ ინფორმაცია მესამე პირს გაუმხილეს

© photo: Sputnik / Stringerლიბერთი ბანკთან
ლიბერთი ბანკთან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ბევრმა არც კი იცის, რომ ინფორმაცია, რომელიც მის საკრედიტო ისტორიას და სესხს შეეხება,  პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება და მისი მესამე პირისთვის გამხელა დაუშვებელია. შესაბამისად, ვერც საკუთარ უფლებებს იცავენ.

დღევანდელ სტატიაში ვეცდებით აგიხსნათ, რა არის პერსონალური მონაცემები, რა მნიშვნელობა აქვს მის დაცვას და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი სესხის შესახებ ინფორმაცია მესამე პირს გაუმხილეს თქვენი ნებართვის გარეშე.

ბევრი ადამიანი, ვისაც პრობლემური სესხი აქვს, ამ ნიადაგზე ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი გამხდარა. ე.წ. სესხის ამომღები კომპანიები სხვადასხვა გზებით ცდილობენ პრობლემური სესხის დაბრუნებას, მათ შორის ხშირად გაუმართლებელი და კანონსაწინააღმდეგო გზებითაც. მაგალითად, მოვალეზე ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, მისი ფინანსური დავალიანებისა და ოდენობის შესახებ არსებულ ინფორმაციას მოქალაქის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს აწვდიან, სოციალურ ქსელში ეძებენ მის კონტაქტებს და ა.შ.

საოფისე სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
თუ ზეგანაკვეთურად მუშაობთ...იცოდეთ თქვენი უფლებები

არ აქვს მნიშვნელობა, რა გზით გასცეს თქვენი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია – შეიძლება, კრედიტორი ტელეფონით დაუკავშირდა თქვენს ახლობელს და თქვენი ვალდებულების შესახებ გადასცა ინფორმაცია, ან წერილი გამოგიგზავნეს და ის თქვენი ნებართვის გარეშე ჩაბარდა ოჯახის წევრს, ან სოციალური ქსელითა თუ ელექტრონული ფოსტით დაეკონტაქტნენ თქვენს მეგობარს – ყველა შემთხვევაში მათი ქცევა კანონის დარღვევაა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მოქალაქის ინფორმაცია ფინანსური დავალიანებისა და მისი მოცულობის შესახებ პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას განეკუთვნება. პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება. მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ფოტო, ვიდეოჩანაწერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი, სესხის შესახებ ინფორმაცია, სოციალური ქსელის ანგარიში, პირადი მიმოწერა. პერსონალური მონაცემია ასევე ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის, შემოსავლების, ოჯახური მდგომარეობის შესახებ და სხვ.

თემიდა - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2020
როდის არ დაგსჯით კანონი დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის -  იცოდეთ თქვენი უფლებები

უფრო ზუსტად კი რომ იცოდეთ, რას მოიცავს სესხის შესახებ ინფორმაცია, მოიცავს გამსესხებლის, მსესხებლის, თავდების მონაცემებს, ასევე სესხის ოდენობას, ხანგრძლივობას, ვადის გადაცილებას, საპროცენტო განაკვეთს, ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ოდენობას და სხვა უამრავ დეტალს.

სესხის შესახებ ინფორმაციას ინახავენ კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხის კომპანიები, საკრედიტო ბიუროები, ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები, ნოტარიუსი და სხვა პირები.

სესხთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილია კანონმდებლობით. გაითვალისწინეთ, მისი მესამე პირებისთვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ თქვენი თანხმობით ან/და ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მათ შორის მესამე პირებისთვის მონაცემთა გადაცემას ეხება.

განძეული - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2020
ვის ეკუთვნის მიწის გათხრისას ან ქუჩაში ნაპოვნი ნივთები – იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ თქვენი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია თქვენი ნებართვის გარეშე გაასაჯაროვეს, საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ გზებს უნდა მიმართოთ.

ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც განიხილავს განცხადებას და სამართალდამრღვევს დააკისრებს პასუხისმგებლობას – გაფრთხილების ან ჯარიმის სახით. ჯარიმის ოდენობა მერყეობს 100 ლარიდან 10 ათას ლარამდე, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით.

თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში პირი განმეორებით დაარღვევს კანონის მოთხოვნას, ფინანსური სანქციის ოდენობა ორჯერ ან სამჯერ გაიზრდება.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0