მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მარიშა ქავთარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ვიზაჟისტი, გრიმიორი და მხატვარი მარიშა ქავთარაძე დიდი შრომის ფასად აღწევს წარმატებას, საკუთარ საქმეს სიხარულით აკეთებს და ამით ბედნიერია.

ფანქარში ხატავს პორტრეტებს. ამასთან, გატაცებულია „ბოდი არტის“ ხელოვნებით. სხეულზე შთამბეჭდავი ნახატები გადააქვს. საქართველოში „ბოდი არტი” განსაკუთრებით აქტუალური ბოლო ათწლეულში გახდა, თუმცა მას ევროპაში გაცილებით დიდი ისტორია აქვს. მარიშას ნამუშევრებს დადებითად აფასებენ უცხოელი არტისტებიც.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

- გაეცანით ჩვენს მკითხველს...

- თვითნასწავლი ვიზაჟისტი, გრიმიორი და მხატვარი ვარ. პროფესიით ფარმაცევტი გახლავართ, თუმცა სიმართლე გითხრათ, არასდროს მაინტერესებდა ეს სფერო, რადგან ბავშობიდან ხელოვნებით ვიყავი დაინტერესებული. მიტაცებს ყველაფერი, რაც ხელოვნებასთან კავშირშია - ხატვა, გრიმების კეთება და როცა თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ სულ რაღაც საინტერესო ვაკეთო.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

-  გაიხსენეთ, როდის გქონდათ პირველი შეხება მხატვრობასთან

-  სამი წლის ასაკიდან ვხატავ. მაშინაც პორტრეტებს ვხატავდი. მიყვარდა ლამაზი გოგონების ხატვა „მეიქაფით“.  დღემდე მაქვს ეს ნახატები შენახული. ბავშვობაში, სადაც კი თავისუფალ ადგილს ვიპოვნიდი, სულ ვცდილობდი დამეხატა. სკოლაში ჩემი მერხი ჩემი ნახატებით იყო აჭრელებული.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძის შემოქმედება
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძის შემოქმედება

- ძირითადად რა თემატიკის ნამუშევრები გაქვთ?

- ძირითადად ვხატავ ფანქარში ან აკვარელში. რამდენიმე წელია უკვე რაც ჰიპერრეალიზმი მიტაცებს. ძირითადად ამ სტილისთვის დამახასიათებელია სიზუსტე და რეალობის არაემოციური აღქმა. თუმცა ამ მიმდინარეობასაც ყავს მოწინააღმდეგეები ხელოვნებაში. ხშირია კითხვები, რატომ შეიძლება ადამიანმა დახატოს ის, რისი გადაღებაც შეიძლება. ჰიპერრეალიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ის მაყურებლის ყურადღებას მიმართავს ყველაზე ჩვეულებრივი საგნებისკენ. ვცდილობ ჩემს ნახატებში ყურადღება გავამახვილო გარკვეულ დეტალებზე. ამიტომაც ვხატავ ძირითადად ფანქარში, რადგან ფანქარი ბევრად მიმარტივებს პატარა დეტალების ხატვას, როგორიცაა ნაოჭები, თმის ყველაზე პატარა ელემენტები.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

- ნახატებს დაგეგმილად ხატავთ, თუ ყველაფერი სპონტანურად ხდება?

- ნახატებს ძირითადად დაგეგმილად ვხატავ, თუმცა სპონტანურადაც შემიქმნია რამდენიმე ნამუშევარი. მაგრამ დაგეგმილი ნახატი ბევრად კარგი გამომსვლია, ვიდრე სპონტანურად შექმნილი. ეს იმიტომ, რომ ბევრად უფრო დეტალურად და ზუსტად გადამიტანია ფურცელზე ის, რისი ჩანაფიქრიც მქონია.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძის შემოქმედება
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძის შემოქმედება

- ყველაზე საპასუხიმგებლო ნამუშევარი რომელი იყო თქვენთვის?

- ჩემი ყველაზე საპასუხიგებლო ნამუშევარი იყო დოქტორ გრეგორი ჰაუსის პორტრეტი. პირველად გადავწყვიტე, რომ შედარებით დიდ ფორმატზე მემუშავა. ვერ ვიტყოდი, რომ ადვილი იყო. საკმაო დროც წაიღო, თუმცა ის ჩემს ნამუშევრებში ვფიქრობ ნამდვილად გამორჩეულია.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

- სახეზეც ხატავთ. რა ქვია ამ მიმდინარეობას და რატომ გაგიტაცათ?

- სახეზე ვხატავ უკვე მეექვსე წელია. ამ მიმდინარეობას Face end body art ეწოდება. იქიდან გამომდინარე, რომ ვიზაჟისტიც ვარ, ვეცადე ცოტა არტის კუთხითაც წამეყვანა ეს ყველაფერი და პირველი რაც მომაფიქრდა და გავიკეთე, ეს იყო მექსიკური Sugar skull. ასე თუ ისე გამომივიდა და სწორედ ამან და ხალხის დადებითმა შეფასებამ მომცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა ეს საქმე.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

- სახეზე ხატვა უფრო რთულია, თუ ქაღალდზე?

- ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემთვის უთქვამთ, რომ სახეზე ხატვა ბევრად რთული ეჩვენებათ, ვიდრე ფურცელზე ან ტილოზე. მე არ ვთვლი ასე. ორივეშია გარკვეული სირთულე, მაგრამ ვფიქრობ, თუ ადამიანს ხატვა შეუძლია, ის სახეზეც მოახერხებს საინტერესო ნამუშევრის შექმნას, მთვარია სურვილი.

© photo: courtesy of Marisha Qavtaradzeმარიშა ქავთარაძე
მაკიაჟის ჯადოსნური ტექნიკა და „ბოდი არტის“ საუცხოო ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
მარიშა ქავთარაძე

- სახეზე ხატვის დროს  განსხვავებულ საღებავებს იყენებთ?

- ვიყენებ სახის სპეციალურ საღებავებს. ძირითადად Mehrons და Graftobians. არასდროს გამომიყენებია აკრილი ან გუაში. ყოველთვის მეშინია, რომ ესეთი საღებავები ურყოფითად არ აისახოს ჩემ სახის კანზე .

- თქვენთვის, როგორც მხატვრისთვის, რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ახალი ინსპირაციების ძიება და მათი აღმოჩენა, ასევე პროფესიული ზრდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0