კახა კალაძემ პიკის საათებში თბილისში დამატებითი რეგულაციების შემოღება არ გამორიცხა

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან პიკის საათებში თბილისში ტრანსპორტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ტრანსპორტში ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა, ვაკვირდებით, თუ როგორ წავა ეს პროცესები და შეიძლება დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწიოს, განუცხადა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს.

მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 8 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა განაახლა.

ავტომობილი ტროტუარზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კალაძე: დედაქალაქში ქაოსსა და განუკითხაობას ვერ დავუშვებთ

„მეორე დღეა უკვე სრულად ამოქმედდა როგორც ავტობუსები, მიკროავტობუსები, ასევე მეტრო. რამდენიმე ლოკაციაზე განსაკუთრებით პიკის საათებში იყო გადატვირთულობა, თუმცა ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ეს ჩვეულებრივი ცხოვრების დროსაც, პანდემიამდეც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, მას მხედველობაში აქვს „სადგურის მოედანი" სადაც მეტროს ორი სადგური უერთდება ერთმანეთს.

ტრანსპორტი და ბაზრობები: თბილისში ზოგიერთი კოვიდ-შეზღუდვა მოიხსნა>>

მერის თქმით, ასევე პიკის საათებში ავტობუსებშიც შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა, თუმცა დღის განმავლობაში ეს საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

საქართველოში ეპიდვითარების დასტაბილურების შემდეგ, 1 თებერვლიდან გასული წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ამ დროისათვის ამუშავდა სავაჭრო ობიექტები, ღია და დახურული ბაზრობები (შაბათ-კვირის გარდა). რესტორნები კლიენტების მიღებას ღია სივრცეებში 15 თებერვლიდან შეძლებენ. ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თელავში მოსწავლეებმა სწავლა სკოლებში განაახლეს, დანარჩენ ქალაქებში სკოლებში სწავლა 15 თებერვლიდან დაიწყება.

ტრანსპორტში რეკომენდაციების დაცვას ზედამხედველობის სამსახური და პოლიციაც გააკონტროლებენ>>

ჯერჯერობით ისევ მოქმედებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა. ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე. ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც. აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

ყველა ახალი ამბავი
0