„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იარაღი და ხელკეტები ამოიღეს

© courtesy of Municipality of Poti Cityმდინარე რიონი
მდინარე რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
რიონის ხეობის მოსახლეობა მეოთხე თვეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული არ ყოფილა რეგიონის სეისმური რისკები და მისი გავლენა ეკოლოგიაზე.

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი ავტომობილიდან  ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ე.წ. დუბინკა ამოიღეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ნივთების ჩამორთმევის შემდეგ პოლიციამ მფლობელებს განუმარტა, რომ ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში, საიდანაც იარაღი ამოიღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფებოდა.

დღეს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ,  რიონის ხეობა დატოვოს ჰესის მშენებელმა კომპანია ENKA-მ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და 576 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც თურქულ კომპანიას 99 წლით გადაეცა, დაუბრუნდეს სახელმწიფოს.

რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
როგორ მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობა: წყალტუბოს მერიის კომენტარი

ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიწვია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0