„ნამახვანჰესის“ საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

სახანძრო - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობას მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებს. მათი თქმით, გიგანტური ჰესის მშენებლობა ადგილობრივებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, ნათქვამია კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს, 04:00 საათზე მოხდა. საწყობში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, კომპანია ENKA-ს საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა. 

რიონი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
როგორ მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობა: წყალტუბოს მერიის კომენტარი

„წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლების ნამახვანისა და ჟონეთის მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები თითქმის ოთხი თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მიმდინარეობს.

„ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს – „ნამახვანს“ და „ტვიშს“, საერთო 433 მეგავატი დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიზიდა.

ყველა ახალი ამბავი
0