როგორ მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობა: წყალტუბოს მერიის კომენტარი

© photo: Sputnik / Fred Grinberg / გადასვლა მედიაბანკშირიონი
რიონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლების ნამახვანისა და ჟონეთის მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასულიერო პირების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მეოთხე თვეა გრძელდება

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. მშენებარე ნამახვანი ჰესის ტერიტორიაზე აქტივისტების მიერ დადგმული ჯვარი ახალი აქციების და მოსახლეობის უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით ბაგრატის ტაძარში გადაიტანეს, იუწყება წყალტუბოს მერიის მუნიციპალიტეტი.

სოფლების ნამახვანისა და ჟონეთის მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასულიერო პირების პროტესტი რიონზე ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მეოთხე თვეა გრძელდება და გარკვეული დროით აქტივისტებმა სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მიაღწიეს, თუმცა შაბათს სამუშაოები აქციების ფონზე მაინც განახლდა.

© photo: Sputnik / ბაგრატის ტაძარი
როგორ მიმდინარეობს ნამახვანი ჰესის მშენებლობა: წყალტუბოს მერიის კომენტარი - Sputnik საქართველო
ბაგრატის ტაძარი

მერიაში განმარტავენ, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მიმდინარეობს და მას კერძო თურქული კომპანია ENKA ახორციელებს.

მდკნარე რიონი - Sputnik საქართველო
ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობა განახლდა: ხეობაში ტექნიკა პოლიციის თანხლებით შევიდა

„30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები, ხოლო აქციის მონაწილეებს არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.

გუშინ კი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა არ მისცეს აქტივისტებს კარვის დადგმის საშუალება. რამდენიმე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მდინარე რიონი - Sputnik საქართველო
„უარი გიგანტურ ჰესებს“ - ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

აქციის მონაწილეები გაჩერებას არ აპირებენ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მდინარე რიონზე „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტი გააერთიანებს ორ ჰესს - „ნამახვანს“ და „ტვიშს“, 433 მეგავატის საერთო დადგმული სიმძლავრით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 730 მილიონ დოლარს შეადგენს.

პროექტს განახორციელებს Clean Energy Georgia Group, რომელმაც შესაბამის ტენდერში გაიმარჯვა. ჰესის ასაშენებლად Clean Energy Georgia Group-მა, რომელიც ნორვეგიული ჯგუფ Clean Energy-ს შვილობილი კომპანიაა, თურქული სამშენებლო ჰოლდინგი ENKA Insaat ve Sanayi A.S მოიზიდა.

ყველა ახალი ამბავი
0